суббота, 19 июля 2014 г.

დღე მეცხრე

     დავასრულეთ ინტელის ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება". როგორც ყოველმა დღემ, დღევანდელმა დრემაც საინტერესოდ ჩაიარა. მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციები, აგრეთვე პრეზენტაციით წარვსდეგით მათ წინაშე. მივიღეთ შენიშვნები და და გავითვალისწინეთ რეკომანდაციები ჩვენი პროფესიული ზრდისათვის.
       კურსის დამთავრების აღსანიშნავად გადმოგვეცა სერტიფიკატები.

суббота, 12 июля 2014 г.

დღე მეშვიდე

დღემ ნაყოფიერად ჩაიარა: ვისწავლეთ დრაივში პრეზენტაციის გამოქვეყნება, დავდეთ ჩვენს ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში,გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას.შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსის ნიმუში.

воскресенье, 6 июля 2014 г.

დღე მეექვსე

დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში. გავეცანით განმსაზღვრელ შეფასების რუბრიკას, 

суббота, 5 июля 2014 г.

დღე მეხუთე

დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული: ინტერნეტ კავშირების გამოყენება-სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა, ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში, დავეუფლეთ საქაღალდის დაარქივებას და ელფოსტაზე გადაგზავნას.

ყავა


воскресенье, 29 июня 2014 г.

დღე მეოთხე

განვიხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები ჩემი პროექტისთვის ,,ყავა-სასარგებლო სასმელი, თუ...?"

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა განაპირობებს ჩვენ განწყობას?
თემატური კითხვები
რატომ სვავენ ადამიანები ყავას?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ შედის ყავა ნეიროსტიმულატორების ჯგუფში?

ვისწავლეთ სურათების დამატება პოსტში,ასევე გაჯეტების სახით. საშინაო დავალება: გაუკეთოთ ერთმანეთს სამი კომენტარი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.







суббота, 28 июня 2014 г.

დღე სამი:

 დავასრულეთ ბუკლეტი, შევასრულეთ სავარჯიშო ,,მიმართულებითი მიმცემი კითხვების განსაზღვრა", განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია: ,,ზმნების კლასიფიკაცია", მოვინიშნეთ დავალება: ზოგადი,თემატური და  შინაარსობრივი შეკითხვების მოფიქრება ჩვენი პროექტისთვის.